PHOTO: „ასეთი სიხარული მის სახეზე დიდი ხანია არ მინახავს...“ - რა საჩუქარი გაუკეთა წინამძღვარმა მამას 95 წლის იუბილეზე 

მამა იოანე

რომის სამრევლოს წინამძღვარი იოანე ხელაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 13- წლიანი მსახურების განმავლობაში პირველად აზიარა ოჯახის წევრი.

„როდესაც მამას 95 წლის იუბილე ახლოვდებოდა,სულ ვფიქრობდი რა საჩუქარი გამეკეთებინა მისთვის,ისეთი რომ მასაც გახარებოდა და არ ყოფილიყო უბრალოდ ფორმალობა. ადამიანმა რომელმაც დედის გარდაცვალების მერე, ყველაფერი გააკეთა რომ მე და ხათუნასთვის უდედობა შეემსუბუქებინა, დედა, რომელიც 15 წლის ასაკში დავკარგე, ადამიანი რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო. მამას ვინც იცნობს იცის, რომ სულ უყვარდა მოწესრიგებულად ჩაცმა და სულ გამოწკეპილი დადიოდა.

მოკლედ, ყველა ნივთი რომ განვიხილე, ჰალსტუკიდან დაწყებული სუნამომდე დამთავრებული, რომ ვერაფერს ისეთს რაც ორივეს გაგვახარებდა და გამოიყენებდა ვერ შევარჩიე. შემდეგ ჩემს თავს ვკითხე, შენ რა გაგეხარდებოდა ყველაზე მეტად, შენს დაბადების დღეზე: პირველი რაც ვიფიქრე ეს იყო, უფლის წმინდა სისხლთან და ხორცთან ზიარება. განახლება სინანულით. განთავისუფლება, განწმენდა ყოველდღიური ცოვდებისგან. ამაზე მეტი ბედნიერება და სიხარული რა უნდა იყოს-თქო, მაგრამ აი მამაჩემისთვის კი ასეთი ბედნიერება თუ იქნებოდა დარწმუნებული არ ვიყავი, რადგან მამა ძველი იმ ათეისტური 70-წლიანი პერიოდის თაობაა და მისთვის რთულად წარმოსადგენი მეგონა.

მოკლედ, გადავწყვიტე მეკითხა მისთვის, ყველაზე ძალიან რა საჩუქარი გაუხარდებოდა და ვკითხე ზიარების შესახებ. სამჯერ თუ ოთხჯერ მომიწია გამეორება, ან დაქვეითებული ყურთასმენის გამო, ან ვერ გაიგო საერთოდ რაზე ვესაუბრები-თქო! ჩაფიქრებული რამდენიმე წამის მერე მეძახის: ზიარება, ზიარება, გაბრწყინებული თვალებით, ასეთი სიხარული მამას სახეზე დიდი ხანია არ მინახია. აი ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემი 13 წლიანი მღვდლობის პერიოდში, რომ ოჯახის წევრი თავად მეზიარებინა. ასევე არც ოჯახის წევრები, ხორციელი შვილები, ნათესავები და უახლოესი მეგობრები, რომლებიც ღვთის მადლით ძალიან ბევრი შემძინა ცხოვრებამ.

ყველა ასაკის,ყველა პროფესიის თუ სოციუმის წარმომადგენლები. მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, აი მამაო მე შენთან თუ ვეზიარები მხოლოდ.აი შენ თუ ჩაგაბარებ აღსარებას.შენ თუ მოგიყვები,რა უნდა მომიყვე რაც ერთად ვაკეთეთ და ერთად გავიარეთ. აქეთ მოგიყვებით ყველასთქო. ეს არ იქნება ის ჭეშმარიტი ზიარება და სინანული. თქვენ თუ მე მიგაჩნივართ ყველაზე ღირსეული ძალიან ცდებითქო, იმდენი მოძღვარი და მღვდელმთავარი ჰყავს ჩვენს დედა ეკლესიას, ჭეშმარიტად ქრისტეს მოციქულნი, მლოცველნი და მრევლის მსახურნი. ნეტა მათ მივემსგავსო, მათნაირი ქრისტეს და ხალხის მსახური ვიყო.

ამიტომ მათ ყოველთვის ვურჩევდი ეკლესიური ცხოვრების დაწყებას, მისვლას მოძღვრებთან, რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან ღირსეულნი, ჭეშმარიტად ქრისტეს მოციქულნის მსგავსნი. სამწუხაროდ დღეს გარკვეული ძალები თუ მასმედიის საშუალებები მხოლოდ უარყოფითს აშუქებენ, რაც ყველგან არის სადაც კი ადამიანი მსახურობს, ეს იქნება სამედიცინო დარგში,განათლების სისტემაში, პოლიციაში თუ ხელოვნების დარგში. დარწმუნებული ვარ ყველგან არსებობენ ღირსეულნი და უღირსნი. რატომღაც ღირსეულნი ნაკლებად ჩანან. ეს ჩვენი ადამიანური სისუსტის და ურწმუნოების ბრალია, დავაბრალოდ სხვას ჩვენი ურწმუნოება და ეკლესიის მიმართ ნაკლებად სიყვარული.

არადა ეკლესია მუდამ წმიდა იყო და იქნება უკუნისამდე! მას ხომ ვერაფერი და ვერავინ შურაცყოფს ვერასედოს. როგორც ნამდვილი ბრილიანტის ქვა, არც ღარიბის და მდიდარის, არც ღირსეულის და უღირსის ჯიბეში არ დაკარგავს თავის ბრწინვალებას, ისე არ დაეკარგება ეკლესიას თავის სიწმიდე. ჩვენ ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერ შევულახავთ ეკლესიას თავის ღირსებას, დანიშნულებას და სიწმიდეს! ღმერთს ვებარებოდეთ!“, - წერს იოანე ხელაია.