1752349956
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ილია მეორის სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„ბ-ნ ჯუმბერ პატიაშვილს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს - დიდად ვწუხვართ ქ-ნ თინა-თინათინ ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო. შესანიშნავი ადამიანი, ღირსეული მეუღლე, დედა და დიდედა დააკლდა ჩვენს ქალაქს. მასთან ერთი შეხვედრაც კი საკმარისი იყო, რომ გეგრძნო ამ პიროვნების ღირსება და კეთილშობილება.
აღვავლენთ ლოცვებს ქ-ნ თინა-თინათინის უკვდავი სულისათვის, რათა მან წიაღი ღვთისა დაიმკვიდროს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა, ამ განსაცდელის დაძლევის და მისთვის ლოცვის ძალა,“ - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
ასევე ნახეთ: