„ორსულობის დროს რაღაც უჯრედები იხსნება გონებაში და სულ რაღაც შფოთი გაქვს“ - ლიკა ევგენიძე

ევგენიძე ლიკა

უმშვენიერესმა ლიკა ევგენიძემ, თაკო ჩხეიძის რუბრიკაში „შენი დრო“ მიიღო მონაწილეობა, სადა  დედობის შესახებ ისაუბრა და მოჰყვა, როგორ ანაწილებს დროს ოჯახსა და სამსახურს შორის.

„ახალი სფეროები გაიხსნა ჩემს ტვინში, რომლებიც არ ვიცოდი, რომ იყო. ორსულობის დროს რაღაც უჯრედები იხსნება გონებაში და სულ რაღაც შფოთი გაქვს. აი, ეს ღელვა შემოვიდა და არასდროს არ მიდის. სადღაც ქვეცნობიერშია და არ მთავრდება…

დროს ორგანულად ვანაწილებ. რომ გითხრა, რაღაც განსაკუთრებული მექანიზმი მაქვს შემუშავებული, მოგატყუებ. დილით გაღვიძება არ მიყვარს. ვცდილობ, დღე დავგეგმო ცოტა გვიან. დილა მჭირდება იმისთვის, რომ საკუთარ თავს დავუთმო, ენერგიას აკუმულაცია გავუკეთო და შემდეგ უკვე მქონდეს რესურსი, საქმეები ვაკეთო. რასაც ვაკეთებ, ყველაფერი ძალიან მიყვარს“, – აღნიშნა ლიკამ.