NCDC- საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 52% ქალია, 48% კი, კაცი

კორონავირუსი

4 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში ოფიციალური მონაცემებით 15,141 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. NCDC-მა გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში, რომელიც უშუალოდ 2020-2021 წლების განმავლობაში ქვეყანაში პანდემიის გავრცელებას შეეხება.

დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა 52% ქალია, 48% კი კაცი.

რაც შეეხება გარდაცვლილთა ასაკობრივ განაწილებას, სიკვდილიანობის მაჩვენებლიდან ყველაზე მეტი, 31.7%, 80 წელზე მეტი ასაკის პირებზე მოდის.

სხვა ასაკობრივ კატეგორიებში სიკვდილიანობის პროცენტული გადანაწილება ასეთია:

80 წელზე მეტი - 31.7%; 70-79 წელი - 29.3%; 60-69 წელი - 24.8%; 50-59 წელი - 10%; 40-49 წელი - 2.9%; 30-39 წელი - 1%; 20-29 წელი - 0.3%; 10-19 წელი – 0.1%; 0-9 - 0.1%.

NCDC-ის თანახმად, გარდაცვლილთა მნიშვნელოვან ნაწილს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, ამასთან გარდაცვალების 81%-ში თანმხლები დაავადება გართულებული ფილტვების პნევმონიით იყო.

თანმხლები დაავადებები COVID-19-ით გარდაცვალების დროს:

● ჰიპერტენზია - 41%;● დიაბეტი - 25.9%;● ემბოლია - 8.2%;● ონკოლოგიური დაავადებები - 5.6%;● ფილტვების ქრონიკული დაავადებები - 4.7%.