qali

"ნათელი თქვენ სულს, ყველას ტკივილო" - იტალიაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

ქალაქ ბარიში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით აწ გარდაცვლილი გულის შეტევის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ცნობას exclusivetv ავრცელებს. 

„გარდაიცვალა ემიგრანტი ქალაქ ბარში. უფალმა დაგიმკვიდროს შენი ნატანჯი სული ცათა სასუფეველში... ვუსამძიმრებთ ოჯახს და საქართველოს!“

„ორმაგი სიკვდილია. უცხო მიწაზე მონატრებული შენ ფუძეს. ღმერთმა გამძლეობა მისცეს ჭირისუფალს. ნათელი და სანთელი თქვენ სულს უცნობო ქალბატონო. მაგრამ ყველას ტკივილო“.

„გმირები ემიგრანტები არიან, ვისაც ოჯახი საქართველოში ჰყავს, ათასი დარდი აწუხებთ, უნდათ თუ არ უნდათ, სტკივათ თუ ცუდად არიან, იძულებულები არიან იმუშაონ.

ნათელში იყოს ამ ქალბატონის სული, ძალიან დამენანა, შიში მიპყრობს ყოველთვის, დაგლოცავთ ყველა ემიგრანტს, ჯანმრთელობა და გაძლება მოგცეთ უფალმა“ - წერენ ემიგრანტები.