ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

გზები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

„ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

✕