ნახეთ, გექნებათ თუ არა დენი, დღეს, 11 საათის შემდეგ - თელასი განცხადებას აქვეყნებს

ელექტროენერგია და სასმელი წყალი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, საბურთალოსა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს დღეს, 21 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კალანდაძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიასა და ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, თიანეთის გზატკეცილის, მუხის, კანდელაკის, მიქატაძისა და საბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.