მუსიკით გამოხატულ პროტესტს სანამ „ტაშ-ფანდურს“ დაუძახებთ, მაგარ სიბნელეში იქნებით - ბექა გოჩიაშვილი

ბექა გოჩიაშვილი

კიევი დგას! დიდება უკრაინას! ახლა რაც შეგეხებათ მუსიკოსების „კრიტიკოსებს“, მუსიკით გამოხატულ პროტესტს სანამ „ტაშ-ფანდურს“ დაუძახებთ, მაგარ სიბნელეში იქნებით, - ასე პასუხობს ჯაზ პიანისტი ბექა გოჩიაშვილი ადამიანებს, რომლებმაც თბილისში, უკრაინის მხარდასაჭერად გამართული კონცერტი გააპროტესტეს.

მუსიკოსის თქმით, მას უკრაინიდან უამრავი ადამიანი უკავშირდება და მონაწილეებს მადლობას უხდის.

„ამ რაღაც თითიდან გამოწოვილ კრიტიკას თავი დაანებეთ და გადახედეთ ისტორიულ მაგალითებს ან გაეცანით სხვა ქვეყნების მუსიკალურ პროტესტებს, რომელიც პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ძლიერი ფორმაა და ერთ-ერთი რამ თუ რამე ისტორიას რჩება ეს არის ხოლმე. ელემენტარული ინფორმაციის ნაკლებობა გაქვთ, ძალიან უნიჭო კრიტიკაა. დიდი მადლობა ნიკოლოზ რაჭველს, ნინო ქათამაძეს და ყველას, ვინც ამ ფორმით, ან ნებისმიერი ფორმით გამოხატა პროტესტი და თანადგომა!“, - წერს გოჩიაშვილი.