„მწერები ანაკონდასთვის“ - GLOVO-ს უცნაური შეკვეთები

გლოვო

საქართველოში GLOVO-ს სერვისით ყველაზე ხშირად შაურმას უკვეთავენ, ხოლო თბილისი GLOVO-ს TOP-10 „უტკბესი“ ქალაქის რეიტინგში მესამეა.

საქართველო კი TOP-10 „უტკბესი“ ქვეყნების რეიტინგში ათეულის ბოლოშია - ეს GLOVO-ს სახალისო, თუმცა ოფიციალური სტატისტიკის ნაწილია.

წლის განმავლობაში ყველაზე დატვირთული პერიოდი კომპანიისთვის საქართველოდან 10 ნოემბრის 14:55 საათი აღმოჩნდა: სისტემაში ერთდროულად 600-ზე მეტი შეკვეთა აღირიცხა.

რაც შეეხება სხვა სახალისო გლობალურ მონაცემებს, „გლოვოს“ ყველაზე უცნაურ შეკვეთებს შორისაა: 40 ყუთი საფაღარათო საშუალება ბარსელონაში, განქორწინების დოკუმენტები მონტენეგროში, მწერები ანაკონდასთვის საქართველოში და 706 ჩაის პაკეტი პოლონეთში.

რაც შეეხება „გლოვოს“ ყველაზე აქტიურ მომხმარებელს, ასეთი ესპანეთის მოქალაქე იყო, რომელმაც აპლიკაციით სულ 17,564-ჯერ შეუკვეთა და 129,000 ევროზე მეტი დახარჯა.

წყარო: bm.ge