„მითხრეს, რომ რაღაც წარმონაქმნი ჩანდა... 4 წელია, რაც გავიკეთე ოპერაცია...“ - პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე კუზანოვი პირად ამბავს ასაჯაროებს

კუზანოვები

პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე კუზანოვი გადაცემაში "იმუნიტეტი" საკუთარი პირადი ისტორიისა და დიაგნოზის შესახებ საუბრობს, რომელიც 4 წლის წინ დაამარცხა:

- აქტიური ვარ, მიყვარს ჰაიკინგი, მოტოთი მთაში სიარული. ერთ-ერთ გასვლაზე ვიყავი და რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ უკან, მარჯვენა მხრიდან რაღაც ტკივილი მაწუხებდა. მეგონა, რომ დავეცი. მაგრამ, ტკივილმა კიდევ უფრო მოიმატა. გამოკვლევები ჩავიტარე, ჯერ ულტრაბგერითი გამოკვლევა დავგეგმე, მითხრეს, რომ პანკრეასის მიდამოში რაღაც წარმონაქმნი ჩანდა. მერე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გავიკეთე და უკვე დადგინდა, რომ პანკრეასზე, დაახლოებით, 5-6 სმ-იანი წარმონაქმნი მქონდა. მაშინ ვერ მითხრეს, კეთილთვისებიანი იყო თუ ავთვისებიანი. ამ დროს, რა თქმა უნდა, სრულყოფილი დიაგნოსტირება უნდა მოხდეს. ჩემი მეგობარი, ილია გოცაძე გამახსენდა. პირველი, რაც ილიამ მითხრა იყო ის, რომ ჯერ სრულყოფილი გამოკვლევა უნდა ჩატარებულიყო. შეიქმნა ონლაინ საერთაშორისო კონსილიუმი და ერთად გავიარეთ ეს გზა და მივიღეთ ის პასუხები, რაც საჭირო იყო. დაიგეგმა ოპერაცია. ილიამ და ლექსო ლაგვილავამ ოპერაცია გამიკეთეს... პირველი ემოციები იყო, როცა მოვიდნენ და მითხრეს, რომ ამოიღეს. შემდეგ რამდენიმე დღე ველოდებოდი, სანამ დათესილი მასალის პასუხი მოვიდოდა. როცა იქიდანაც მოვიდა პასუხი, რომ ავთვისებიანი უჯრედები არ იყო, ძალიან დადებითი ემოციები მქონდა. ოპერაციის შემდეგ 4 წელი გავიდა და აქტიური ვარ, ისევ მთაში დავდივარ და ვმოგზაურობ და ქირურგიაშიც აქტიურად ვმუშაობ.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „...ამის გამო ჩემი მოკვლაც კი სურდა“ – რა გადახდა ბენის ნუკისთვის ხელის თხოვნის დროს

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც მარტოობა ურჩევნია გულის გატეხას

VIDEO: რა უთხრა ილია თოფურიამ ბაბუას გამარჯვების შემდეგ