VIDEo: „რაფერ ბედავს მაგას მაი?!...“ - დაკავებულები არიან "კვერცხა", "კვატია", "გოტო"
1742884603
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან.
ვერძი
მოიმატებს ენერგიულობა და გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაძლოა, არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის მომსწრე და თანამონაწილე აღმოჩნდეთ. სასიყვარულო ურთიერთობებში კი, ბევრ ახალი ემოციას და გამოცდილებას მიიღებთ. გაიზრდება გადაადგილებებისა და შეხვედრების რაოდენობა.
კურო
არაკეთილმოსურნეები ეცდებიან შეგიქმნან პრობლემები. დახმარების მიღება, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანების მხრიდან. კარგი იქნება თუ ამ დროს დაუთმობთ დასვენებას. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან. ყურადღებით იყავით საბუთებისა და ფულის მიმართ.
ტყუპები
საქმეებში ნუ აჩქარდებით და გაიაზრეთ თითოეული ნაბიჯი. მოერიდეთ კონფლიქტებს. არახელსაყრელი დროა, ახალი საქმეების წამოსაწყებად და დიდი შენაძენების გასაკეთებლად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, ამ პერიოდში მარტივი არ იქნება. მოგზაურობა კი, სჯობს გადადოთ.
კირჩხიბი
ენერგეტიკული მაჩვენებელი დაბალია, რაც შესაძლოა მუშაობის ხარისხსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახოს. მოგზაურობა სჯობს გადადოთ. მეტად თავდაჭერილი იყავით ახალი ემოციებისა და ვნებების მიმართ, რათა ამან პრობლემა არ შეუქმნას თქვენს უკვე არსებულ კავშირებს.
ლომი
სახლის წვრილმანი საქმეები დამღლელი მოგეჩვენებათ, მაგრამ ამის გამო ოჯახის წევრებთან ურთიერთობას ნუ გაიუარესებთ. გამოიყენეთ ეს დრო ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლისა და ახალი იდეების დასამუშავებლად. წინასწარ დაგეგმეთ ყველა წვრილმანი, რათა არ შეგექმნათ პრობლემები.
ქალწული
ენერგეტიკა დაბალ მაჩვენებელზეა, ამიტომ სჯობს უარი თქვათ ბევრ ხალხთან ურთიერთობაზე. დაუჯერეთ წინათგრძნობას და ინტუიციას. პირადი ურთიერთობების დარეგულირებაში, დაგეხმარებიან ახლო ნათესავები ან მეგობრები. გადაღლისა და ცუდი გუნება-განწყობისას, ბუნებაში გაისეირნეთ.
სასწორი
საქმეების რაოდენობა მოიმატებს. ახალი საქმის დაწყება სჯობს გადადოთ. კარგი დროა არსებული პრობლემების განსახილველად, ცოდნის გასაღრმავებლად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. შესაძლოა ახალი ადამიანები გაიცნოთ ან დაამყაროთ ახალი რომანტიკული ურთიერთობა.
მორიელი
არსებობს ფინანსებთან დაკავშირებით მოტყუების ალბათობა. საქმიან პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობა, კავშირის გაწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს. ეცადეთ დრო დაუთმოთ დასვენებას, ამგვარად აღიდგენთ ენერგიას და გაიაზრებთ როგორც განვლილ პერიოდს, ასევე მომავალ მიზნებს.
მშვილდოსანი
დაიწყეთ ყველაზე თამამი ფანტაზიების ხორცშესხმა, მაგრამ ზედმეტად ნუ ენდობით უცნობებს, რათა არ მოტყუვდეთ. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში, იმპულსური და ემოციური იქნებით. მოერიდეთ მოგზაურობას და სიფრთხილე გამოიჩინეთ მანქანის მართვისას.
თხის რქა
ნურავის გაუმხელთ საკუთარ გეგმებს. უცნაურ სიტუაციებში მოხვედრისას, ეცადეთ არ დაკარგოთ ემოციებზე კონტროლი და უყაირათოდ არ დახარჯოთ ფული. საყვარელ ადამიანთან ან საქორწინო პარტნიორთან ურთიერთობა, მეგობრული გახდება. ერიდეთ მოგზაურობას.
მერწყული
ნუ გარისკავთ, მშვიდად დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმეები. შემოქმედებითად მიუდექით ნებისმიერ საქმეს და კრიზისული მდგომარეობა თავისით დამშვიდდება. ეცადეთ, დაარეგულიროთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. გართულდება მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების დადება.
თევზები
საქმიანი ურთიერთობები, ჩვეულებრივზე მეტ მნიშვნელობას შეიძენს. შეამცირეთ კავშირები, შეხვედრები და გადაადგილებები. დიდია ინტრიგებისა და მოტყუების ალბათობა. ოჯახური ურთიერთობა გართულდება და არაა გამორიცხული სერიოზული კონფლიქტები. ნერვული დაძაბულობა კი, შეიძლება ცუდად აისახოს თქვენს ჯანმრთელობაზე.