წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1747074305
ქურა და მიკროტალღური ღუმელი ნებისმიერი სამზარეულოს ორი გამორჩეული ელემენტია. ორივე მოწყობილობა მომზადების პროცესს კომფორტულს ხდის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კულინარია განსაკუთრებით უყვარს.
უდავოა, რომ ორივე მათგანი სამზარეულოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია, მაგრამ რა უპირატესობა აქვს თითოეულ მათგანს? სტატიაში ჩვენ შევისწავლით მიკროტალღური ღუმელებისა და ქურის მეტ-ნაკლებად ღირებულ მხარეებსს და დაგეხმარებით, განსაზღვროთ - რომელია საუკეთესო თქვენი სამზარეულოსა და საჭიროებებისთვის.
მიკროტალღური ღუმელი
მიკროტალღური ღუმელები ათწლეულების განმავლობაში იყო სამზარეულოს მთავარი ელემენტი, არა ერთი მიზეზის გამო. ისინი წარმოუდგენლად მოსახერხებელია და მომზადების პროცესს რამდენჯერმე აჩქარებს. მიკროტალღები მუშაობენ ელექტრომაგნიტური სხივების გამოყენებით, რაც სწრაფად აცხელებს საკვებს. მიკროტალღების ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მათი მრავალმხრივი თავისებურებებია. ისინი შეიძლება გამოვიყენოთ ყველაფრის მოსამზადებლად - პოპკორნიდან დაწყებული, იდეალური მთავარი კერძებით დამთავრებული.
მეორე მხრივ, მიკროტალღების გამოყენებას აქვს გარკვეული უარყოფითი მხარეებიც. მიუხედავად იმისა, რომ მიკროტალღური ღუმელი სწრაფი და მოსახერხებელია, ის ყოველთვის არ არის საუკეთესო ვარიანტი გარკვეული სახის კერძის გასაკეთებლად. მაგალითად:
● მიკროტალღური ღუმელები არ იძლევა ზოგიერთი კერძის მომზადდების საშუალებას გარკვეულ კონფიგურაციებში (გაბრტყელება, დაკეცვა და სხვ.).
● მიკროტალღურმა ღუმელებმა შეიძლება ზოგჯერ შექმნან “ცხელი წერტილები” საკვებში, რაც შესაძლოა არათანაბარი მომზადების წინაპირობა გახდეს.
ქურა
ქურა შედარებით ტრადიციული მოწყობილობაა, რომელსაც უკვე საუკუნეებია ვიყენებთ. ის გვთავაზობს მრავალფეროვნებას, კერძების კუთხით, რომელთა მომზადებაც შეგვიძლია ქურის გამოყენებით. განსაკუთრებით კარგია მოხარშვისა და თანაბარი შეწვისათვის. გარდა ამისა, ქურა თანაბრად ანაწილებს სითბოს საკვებზე, განსხვავებით მიკროტალღური ღუმელისგან, რასაც გარკვეული ტიპის კერძებისთვის გადამწყვეტი მიშვნელობა აქვს.
როგორც მიკროტალღურებს, ისე ქურებსაც აქვთ გარკვეული უარყოფითი მხარეები. მაგალითად:
● მათ გაცხელებას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე მიკროტალღურ ღუმელებს.
● მეტი ყურადღება და დრო სჭირდებათ საჭმლის მომზადების პროცესში.
● ღუმელების გაწმენდა მეტ ძალისხმევას საჭიროებს, განსაკუთრებით თუ საკვები იღვრება სანთურებზე ან ქურის ზედაპირზე.
რომელია უკეთესი სამზარეულოსთვის: მიკროტალღური თუ ღუმელი?
შეჯამებისთვის გეტყვით, რომ როგორც მიკროტალღურ ღუმელს, ისე ქურასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუ თქვენ ეძებთ სწრაფ და მოსახერხებელ გზას საჭმლის მოსამზადებლად ან გასაცხელებლად, მაშინ მიკროტალღური ღუმელი შეიძლება იყოს საუკეთესო ვარიანტი. მეორე მხრივ, თუ ეძებთ მოწყობილობას მრავალფეროვანი და გემრიელი კერძების მოსამზადებლად, მაშინ, სავარაუდოდ, ქურა დაგჭირდებათ.
აქვე გეტყვით, რომ მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეგიძლიათ იპოვოთ საიტზე: www.elk.ge.
elk.ge -ზე პროდუქტების შერჩევა რამდენიმე წამს მოითხოვს, შოპინგი კი შეგიძლიათ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.