„მეუღლემ ნერვიულობისგან ნაყოფი დაკარგა“ - დავით პაპასკირს მეგობრები ემშვიდობებიან

დაკარგა

ღუდუშაურის კლინიკის IT სპეციალისტი, 25 წლის დავით პაპასკირი კორონავირუსით თბილისში გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი გასული წლის ნოემბრის თვეში დაქორწინდა.

იგი წარმოშობით ჩხოროწყუდან იყო.

„ჩემი მოსწავლე იყო. ვაი მისი დედის ბრალი... სამი თვეა დაქორწინდა... მეუღლემაც ნერვიულობისგან ნაყოფი დაკარგა... ზეადამიანი იყო... სხვანაირი...“,- გვითხრა ახლობელმა.

ახალგაზრდა მამაკაცი ერთ კვირაზე მეტხანს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

ახალგაზრდას მეგობრები ემშვიდობებიან:

„ზაფხულის თბილ დღეებში გაგიცანი და დღეს ზამთრის ყინულივით ცივ მაგრამ ლამაზ თეთრი ფიფქებით სავსე ცის ქვეშ გაგაცილე“.

„მოვედით დათო, შენი საუკეთესო მეგობრები. მე ასეთ დათოს არ ვიცნობდი, ჩემი დათო სულ იცინოდა, ჩემი დათო სულ ბედნიერი იყო, ჩემი დათო სიცოცხლით აღსავსე იყო, ჩემს დათოს სიცოცხლე უხაროდა...თითქოს გეძინა და მძინარეს გიყურებდით,ვერ დავიჯერეთ რომ რეალობა ასეთი მწარე აღმოჩნდებოდა ჩვენთვის...​“