VIDEO: რა მოხდა საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ „დინამო არენაზე“
1742745694
ჩვენ რევოლუციურ ცვლილებებს ვითხოვთ, ვდგავართ და განვიკითხავთ, ვყვირივართ ათას რამეს, ოღონდ სხვა იყოს დამნაშავე და შენ არაფერში ხარ დამნაშავე, თავს ვიმართლებთ და მადლს ვკარგავთ, – ამის შესახებ მეუფე სტეფანემ, მარტვილში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მეუფემ წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა:
„უფალი გვაძლევს სიხარულს და ამ სიხარულს ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ აღვიქვამთ. როცა უფალი გვაძლევს განსაცდელს და განსაცდელის გამო ვტირით და ვწუხვართ მაშინ, როცა ყველაფერი ღვთის სიყვარულით ხდება ჩვენთვის. შენ, როცა სიხარული გეძლევა გგონია, რომ მეტის ღირსი ხარ და ამას არ იღებ, როგორც შენთვის მოცემულ მადლს და ეძებ უფრო მეტს, ვიდრე შენ იმსახურებ.
გგონია, რომ ის სიხარული არ არის ისეთი, უფრო მეტი გჭირდება და დიდი სიხარულით უნდა გაიხარო და ამ დროს უფალი ამბობს, ბავშვებივით იყავითო. ბავშვებს უხარიათ არა განსაკუთრებული რამე, არამედ სიცოცხლე უხარიათ, გვერდით რომ მშობლები არიან, უხარიათ, ბავშვებთან თამაში უხარიათ, თოვლი, მზე რომ გამოდის, უხარიათ,- ამას ჩვენ უკვე მოვაკლდით, იმდენად ვართ ერთმანეთზე დაგეშილები და ერთმანეთის მიმართ ვართ პირდაპირ მტრულ ურთიერთობაში გადასული, რომ ადამიანი ადამიანისთვის მოყვასი რომაა გვავიწყდება.
მტრად ვუყურებთ ადამიანს მაშინ, როცა ადამიანი ღვთის ხატებაა. უფალმა მოგვცა უდიდესი მადლი, რითაც ჩვენ უფლის ხატება ვართ და შეგვიძლია ამ ხატებით უდიდესი საქმეები ვაკეთოთ და სასიკეთო ცვლილებები შევიტანოთ ცხოვრებაში, ჩვენ რევოლუციურ ცვლილებებს ვითხოვთ, ვდგავართ და განვიკითხავთ, ვყვირივართ ათას რამეს, ოღონდ სხვა იყოს დამნაშავე და შენ არაფერში ხარ დამნაშავე, თავს ვიმართლებთ და მადლს ვკარგავთ. “- განაცხადა მეუფე სტეფანემ.
ცნობისთვის,მეუფე სტეფანემ წირვა მარტვილში დღეს პირველად ჩაატარა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო იგი თბილისში მკურნალობდა.