ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
გურამ ბაღდოშვილი ყველასთვის ცნობილი შეფ-მზარეულია. მის შესახებ საზოგადოებაში ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა ხალხს ყველაფერი აინტერესებს, რაც შეფის გარშემო ხდება.
ერთ-ერთ უცნობი ფაქტი ის არის, რომ პანდემიის დროს ყოველდღე 150 ადამიანს უფასოდ აპურებდა ხმაურისა გარეშე. როცა მან პანდემიური ჩაკეტილობისას ის პენსიონერები დაინახა, რომლებიც უსახსროდ რჩებოდნენ, რადგან ქუჩაში მზესუმზირასაც ვერ ყიდდნენ, საქველმოქმედო კამპანია "დააპურე შენი უბანი" წამოიწყო. ამ ფაქტს ცნობილი შეფ-მზარეული არ ახმაურებდა, თუმცა ინფორმაცია „გზამ“ მოიპოვა.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მას ცოლ-შვილი არ ჰყავს.
„ჩემი ცხოვრება, პროფესიიდან გამომდინარე ისეთია, როგორიც შავი ბერის. ცოლ-შვილი არ მყავს, არ მცალია ამისთვის. თავისუფლება ჩემთვის მნიშვნელოვანია. შეიძლება მივეჩვიე კიდეც მარტოობას. იმ ასაკში, როცა ცოლი მოჰყავთ, მეც მინდოდა დაქორწინება, თუმცა ყველაფერი კრახით დასრულდა. არ შემხვდა ის ადამიანი, ვინც ჩემი მეგზური გახდებოდა. ეს სულაც არ არის ცუდი. როცა ხარ მგელი, მდინარე და არწივი, მარტომაც შეგიძლია თავი გაართვა ყველაფერს. ხომ ხედავთ, მტკვარი არაგვს უერთდება და ისინიც სხვადასხვა ფერია. ხანდახან ორ წინდას ვერ ვაწყვილებ და ჩემს თავს როგორ დავაწყვილებ? თინეიჯერობის ასაკში ბიჭებს ცოლები იმიტომ მოჰყავთ, რომ სუსტები არიან და ზურგის გამმაგრებელი ადამიანები სჭირდებათ.
შვილები მინდა, მაგრამ სად მიდიხარ, სად იყავი, როდის მოხვალ? - ეს რომ მკითხოს ვინმემ და წასვლა-მოსვლა გამიკონტროლოს, ვეღარ გავუძლებ. მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ევროპაში 23 წლისა წავედი, თავისუფალი ცხოვრებით ვიცხოვრე, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაშიც თავისუფალი ვიყავი, აქედან გამომდინარე, ცოლი უკვე საჭირო არ იყო. ძალიან ცოტას ვხედავ ერთდროულად დაქორწინებულსა და ბედნიერს. ხელშეკრულება-კონტრაქტი უფრო აკავშირებს ბევრ ცოლ-ქმარს, ვიდრე სიყვარული. ისეთი წყვილები ვიცი, სექსი საერთოდ რომ არ აქვთ. როგორც მონადირეს უყვარს ნადირობა, ისე უყვარს კაცს ქალი, მაგრამ თავისუფლებას მაინც სხვა ხიბლი აქვს“,- ამბობს გურამ ბაღდოშვილი.