,,მე სიფრთხილე სიმხდალე არ მგონია. ჩემი ერი არასდროს ყოფილა მხდალი. იქ სადაც ნატოა ფრთხილი, რატომ გვიკვირს სამ მილიონიანი ქვეყნის სიფრთხილე - მაყვალა გონაშვილი

„დღეს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ დედამიწაზე მშვიდად არავის სძინავს.  ყოველი დილა, ყოველი წუთი იწყება საოცარი ტკივილით, საოცარი მოლოდინით და ისეთი განცდა გვაქვს, რომ ომი ყველას ოჯახშია ახლა, ყველას ოჯახში არის ცრემლი“- ამის შესახებ ,,მწერალთა კავშირის“ თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ ისაუბრა.

,,როცა ვიღაც გამოდის იმის გამო როგორ დაიბრუნოს სკამი, იმის ფიქრშია როგორ მოკალათდეს ისევ წარმატების ტახტრევანზე - იმათი არ მჯერა.

მე სიფრთხილე სიმხდალე არ მგონია. ჩემი ერი არასდროს ყოფილა მხდალი. იქ სადაც ნატოა ფრთხილი, რატომ გვიკვირს სამ მილიონიანი ქვეყნის სიფრთხილე“, - ამბობს მაყვალა გონაშვილი.