ვინ არის თურქი ექიმი, ვინც ქართველ გოგონას ყბა-სახის ოპერაცია გაუკეთა
1742541837
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის გადმოცემული 4 000 კვ.მ მიწის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ, პატრიარქის კურთხევით, აღნიშნულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის აშენება იგეგმება.
პრემიერის თქმით, მთავრობამ კომისიის მუშაობაში ჩართვა საპატრიარქოს წარმომადგენლებს სთხოვა.
„სწორედ ამ მიზნით, ჩვენ შევქმნით სამთავრობო კომისიას, დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე, პროექტსა და შემდეგ მშენებლობაზე გადავალთ. მინდა, ხაზი გავუსვა ამ პროცესში მისი უწმინდესობის უდიდეს როლს. მასთან ერთად, კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, პრინც ღაზისა და იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკოპოსსა და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, განსაკუთრებით, ჩვენს ელჩს იორდანიაში, ბატონ ზაზა კანდელაკსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.