მარიამ ჭელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

მარიამ ჭელიძე

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მარიამი 2016 წლიდან ებრძვის მძიმე დაავადებას. მას თურქეთის კლინიკაში არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა.

დიაგნოზის გათვალისწინებით, მუდმივად საჭიროებს კვლევებს, რეაბილიტაციასა და კონტროლს. მარიამს გადაუდებელი გამოკვლევებისა და მკურნალობის გასაგრძელებლად სასწრაფოდ თურქეთში გამგზავრება ესაჭიროება.

ყველას, ვისაც აქვს მარიამის მხარდაჭერის შესაძლებლობა და სურვილი, თანხა შეუძლია ჩარიცხოს შემდეგ ანგარიშის ნომერზე:

GE96TB7722645061600017