თეიმურაზი

„მამა თეიმურაზი არ ჩანს, არც ტელეფონით დაგვკავშირებია... თუ ვინმეს ინფორმაცია გაქვთ დამაკვალიანეთ“ - მარიამ ვარდოშვილი

facebook ჯგუფში „მოგზაურთა კლუბი“, მარიამ ვარდოშვილი შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებს:

„გამარჯობათ მამა თემურ ვარდოშვილი 23 მარტს წავიდა სამუშაოდ პოლონეთში ორწლიანი ვიზით წესით (ამ ვადაზე აღარ ვართ დარწმუნებული)...

18 ივნისს გადაკვეთა საზღვრები გერმანიით პარიზში ტურისტულად 19 ჩავიდა... 19/20 გვესაუბრა იყიდა ნომერი მაგრამ ინტერნეტს არ იჭერდა ოფისშიც იყო მისული ვერ გაასწორეს..

21 წამოვიდა rennes-დან პარიზში შემდეგ ვარშავაში უნდა გაყოლოდა ნაყიდი ქონდა ბილეთი .. 22 უნდა ყოფილიყო ვარშავაში,მაგრამ არ ჩანს არც ტელეფონით დაგვკავშირებია არც პარიზში შეხვდა ნათესავს არც ვარშავაში მივიდა სადაც უნდა მისულიყო.. ვინმეს შემთხვევით ხომ არ გიმგზავრიათ ამ პერიოდში?

ან რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ, რომ დამაკვალიანოთ მე ვაპირებ უკვე საკონსულოებში დაკავშირებას და ინფორმაციის მოძიებას...მივიღებ ყველა რჩევას ვისაც გამოცდილება გაქვთ არ გამოვრიცხავთ დეპორტსაც (ამ შემთხვევაში როგორ შეგვიძლია ინფორმაციის მოპოვება)დარღვევა არაფერი არ ქონია, არ სვავს, არც ეწევა რომ ვიფიქროთ არაფხიზლადაა და იმიტომ არ გვიკავშირდება. რამდენიმე საათში ერთხელ გვირეკავდა, დიდი მადლობა ყველას წინასწარ“,- წერს მარიამი.