მაგთიკომი განცხადებას ავრცელებს

მაგთი

მაგთიკომი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"კომუნიკაციების კომისია კვლავ აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, კერძოდ, საკუთარ განცხადებებში ჯიუტად ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოში საკომუნიკაციო მომსახურების ფასები საგანგაშოდ მაღალია. გვსურს კომისიის მიერვე გამოქვეყნებული კვლევის შედეგებიდან წარმოგიდგინოთ ამონარიდი ფიზიკური პირების მობილური ინტერნეტის მოცულობითი პაკეტების ტარიფებთან დაკავშირებით:

საქართველოში მობილური ინტერნეტის ყველა მოცულობითი პაკეტის ფასი 13%-დან 53%-მდე დაბალია ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით;

„ულიმიტო“ მობილური ინტერნეტის ტარიფები მეორე ადგილზეა სიიაფით კვლევაში წარმოდგენილი ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით“.კომისიის დაკვეთით ჩატარებული 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევა სრულად იხილეთ აქ.

ასევე ნახეთ:

მოემზადეთ, ახლა შეგიძლიათ, ყველა პროექტი, მიზანი და ჩანაფიქრი განახორციელოთ - ასტროლოგები იღბლიან ნიშნებს ასახელებენ

„ზოგჯერ მართლა ზედმეტი მომდის, ვაღიარებ“ - მადონა კოიძის თქმით, სახლში დაიღალნენ მისი მოწესრიგებულობით

ხვალ ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

იანვრიდან ელექტროენერგიის მომხმარებლები გადახდის ქვითარს შემცირებული ტარიფით მიიღებენ