მაღაზიათა ქსელი „ევრობრენდი“ ფართოვდება, 2 ფილიალს ამატებს და ჯამში 8 ფილიალით იქნება წარმოდგენილი ქვეყნის მასშტაბით

ევრობრენდი

მაღაზიათა ქსელი „ევრობრენდი“ფართოვდება, 2 ფილიალს ამატებს და ჯამში 8 ფილიალით იქნება წარმოდგენილი ქვეყნის მასშტაბით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი ფილიალი თელავში (თელავი მოლი) 16 აგვისტოს გაიხსნება , თბილისში კი 15 ივლისს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გაიხსნა.

ევრობრენდი ქსელის გაფართოებისათვის 1,000,000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს და დამატებით 25 ადამიანს დაასაქმებს, რითაც კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 150 ადამიანს შეადგენს.

,,ევრობრენდი" მიმდინარე წელს დამატებით რამდენიმე ფილიალის გახსნას აანონსებს, მაგრამ დეტალებს კომპანიაში ჯერ არ აკონკრეტებენ.

,,ევრობრენდი" საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების ყველასათვის ცნობილ და საყვარელ ბრენდებს დიდი ფასდაკლებით სთავაზობს.

,,ევრობრენდი" დიდი ფორმატის მაღაზიებით არის წარმოდგენილი: თბილისში 5, ქუთაისში 1, ბათუმში 1 და წარმოადგენს ცნობილი ბრენდების აუთლეტ კოლექციებს 70%-მდე ფასდაკლებით.