„კვლავ ველოდებით წვიმას და თოვლს“ - განახლებული ამინდის პროგნოზი

წვიმა და თოვლი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში. -  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან" საუბრობს.

,,დასავლეთ საქართველოში, 8-ში, კვლავ გამოიდარებს და 10 დეკემბრამდე იქნება თბილი ამინდები.

10 დეკემბრის საღამოდან, კვლავ წვიმას ველოდებით, 12-ის დილამდე, მაღალმთაში მოთოვს.

13-14 დეკემბერს, იქნება წვიმა და მაღალმთაში თოვლი.

ტემპერატურა კოლხეთის დაბლობზე 17-18 გრადუსი იქნება. ძალიან მკვეთრი აციება ჯერ არაა მოსალოდნელი",-ამბობს ,,პრაიმტაიმთან" ხათუნა ქოქოსაძე.