ხანძარი ქუთაისში - ვითარება ადგილზე

ხანძარი ქუთაისში

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე ხანძარია. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ცეცხლი საწარმოს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველების ჯგუფი ადგილზე მუშაობს.

დაშავებულის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.