ხანძარი ნაძალადევში - ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა

ხანძარი

თბილისში, ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.