1745397302
კანადიდან საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული ქართველი ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა - ოჯახი დახმარებას ითხოვს

კანადაში მცხოვრები ქართველი მოზარდი, საქართველოში ყოფნისას ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას მისი დეიდა, თამუნა ბელიაშვილი ავრცელებს და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს:
„ჩვენი პატარა ვარსკვლავბიჭუნა, ჩემი დისშვილი კონსტანტინე, ჩვენი wonder boy, ჩვენი space wanderer აღარ გვყავს! ყოველთვის ცის ბიჭი იყო და გამოეკერა ცას, შეუერთდა მანათობელი ვარსკვლავი სხვა ვარსკვლავებს
არც მჯერა ამ პოსტს რომ ვწერ. კონსტანტინე კანადის მოქალაქეა და ტრაგიკულად დაგვეღუპა საქართველოში სტუმრობის დროს… ჩვენი პატარა ანგელოზის გადასასვენებლად და კანადაში დასაკრძალად დიდი თანხებია საჭირო… გთხოვთ, ვინც გულთან მიიტანთ ოჯახის მდგომარეობას, გააზიარეთ პოსტი… გმადლობთ“ - წერს დაღუპული ბავშვის დეიდა, თამთა ბელიაშვილი.