1752349956
ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს, დასაქმების ალტერნატიულ შესაძლებლობას, სახელმწიფო თუ კერძო კლინიკებში სთავაზობს.
• რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო
• ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
• საჩხერის რაიონული საავადმყოფო
• პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
• ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა
• გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა
• ჯეო ჰოსპიტალის ქსელი
• კავკასიის მედიცინის ცენტრი
• ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
• თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
• იმედის კლინიკა
• დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი
• თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი
ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გააგრძელოს შეხვედრები რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან. შესაბამისად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობასა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან, 5 თებერვლამდე, ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე, იმართება შეხვედრები. შეხვედრებზე კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, პერსონალს ყველა საკითხის დეტალურად განხილვის შესაძლებლობა აქვს. - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.