„იუპიტერის თევზებში შესვლა, ძალიან მაშინებდა… რუსეთი-თევზებია მზით“ - რას წერს ასტროლოგი

ივანა

„მწერთ-გვითხარი რამეო…გითხარით უკვე და ამას გავიძახი რაც გამიცანით, დღეს რაც ხდება…იუპიტერის თევზებში შესვლა, ძალიან მაშინებდა… რუსეთი-თევზებია მზით, ჩემი აზრით“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ასტროლოგი  ivanna Gruzinsky წერს.

„სიმართლე გითხრათ, არასოდეს გამიკეთებია უკრაინის რუკა. არ დავინტერესებულვარ რატომღაც. წარმოდგენა არ მაქვს როდის არის უკრაინის დამოუკიდებლობის დღე.

ვეცდები ვიპოვო ჩემთვის საჭირო ინფორმაცია, რომ რუკა გავაკეთო. ვიცი, ჩემი ქართველი კოლეგები თვალყურს მადევნებთ და თუ კომენტარებში მომაწვდით ინფორმაციას, მადლობელი ვიქნები. თუ არა და მე თვითონ ვიპოვი.

საინტერესო იქნება ასევე, საქართველო-უკრაინის რუკის შედარებები… რა გვაქვს საერთო… რითი ვიზიდავთ ასე რუსეთს.

მშვიდობა მოგცეთ უზენაესმა-ყველას, შინ და გარეთ.

მთავარანგელოზი მიქაელი გფარავდეთ“,- წერს ივანა.