ინტენსიური თოვის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია - სად მოქმედებს გადაადგილების სპეციალური რეჟიმი

გზები

ინტენსიური თოვის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39 - კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ასევე, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170 - კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია",- ნათქვამია საგზაო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.