ინფორმაცია მათთვის, ვისაც Green Card-ზე რეგისტრაცია სურს

მწვანე ბარათი

აშშ -ის მრავალფეროვნების ვიზების ლატარიის - Green Card-ის, იგივე „მწვანე ბარათის“ გათამაშების თარიღი გაურკვეველი ვადით გადაიდო. წესით, ლატარიაში რეგისტრაცია ნოემბრის პირველ რიცხვებში უნდა დასრულებულიყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე განმარტებულია, რომ რეგისტრაციის დაწყების თარიღი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

„დეპარტამენტი გარკვეულ ცვლილებებს ახორციელებს ვიზაზე განაცხადის პროცესში. ჩვენ რაც შეიძლება მალე გამოვაცხადებთ DV-2027 რეგისტრაციის პერიოდის დაწყების თარიღს, თუმცა, ეს ცვლილებები გავლენას არ მოახდენს DV-2027-ისთვის შერჩეული პირების ვიზაზე განაცხადის პერიოდზე, რომელიც 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2027 წლის 30 სექტემბრამდე ძალაში დარჩება“, - ნათქვამია სახდეპის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.