1776702111
იმედი მაქვს, პირველი მარტიდან მთელ საქართველოში გაზაფხულდება, აღარ იქნება სიძულვილის ენა და იქნება ბევრი სიყვარული - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატი
იმედი მაქვს, რომ გაზაფხულდება 1-ლი მარტიდან მთელ საქართველოში, აღარ იქნება სიძულვილის ენა და იქნება ბევრი სიყვარული, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა, თამარ ალფაიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა განაცხადა.
როგორც ალფაიძემ აღნიშნა, სფერო ბევრი გამოწვევის წინაშეა.
„იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, თუმცა, იმის იმედი უფრო მაქვს, რომ ინსტიტუციურ საკითხს უფრო დავალაგებ მომავალში და გაზაფხულდება პირველი მარტიდან. მე იმედი მაქვს, რომ გაზაფხულდება პირველი მარტიდან მთელ საქართველოში, აღარ იქნება სიძულვილის ენა და იქნება ბევრი სიყვარული.
სიტყვა „პატივი“ კონსტიტუციიდან გაქრა, ამიტომ ყველას ღირსება ხელშეუვალია. კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლები იმდენად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რომ ძალიან რთული ხდება ინტიმური დაცული სფეროს განსაზღვრა ზოგადად, რა ხდება და რისი დაცვა გვჭირდება. ამიტომ ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ და დარწმუნებული ვარ, ბევრი პრეცედენტიც შეიქმნება საქართველოში, რომელიც ამ საკითხებს გადაჭრის“, - განაცხადა ალფაიძემ.












