ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
ფემინისტური და ქვიარ არასამთავრობო ორგანიზაცია GrlzWave სოციალურ ქსელში არასრულწლოვანზე უმძიმესი ძალადობის ისტორიას ავრცელებს.
„14 წლის ვიყავი, როცა მეზობლის დაკრძალვაზე გავიცანი ბიჭი, მაგ დროს ხშირად მიწევდა დამემალა ემოციები, რომელიც ვინმეს მიმართ მიჩნდებოდა, რათა თავიდან ამეცილებინა ზედმეტი კომენტარები.
ურთიერთობა ტოქსიკურად განვითარდა, დავიწყეთ კომუნიკაცია, დაიწყო გაუთავებელი ეჭვიანობა, იმ დროისთვის არასასიამოვნო ინტიმური ხასიათის შემცველი შეტყობინებების გამოგზავნა, მანიპულაცია. ყველაფერი ცუდი, რაც კი არსებობს, 2 კვირის განმავლობაში ხდებოდა. მაშინაც არ ვიყავი გულუბრყვილო, თუმცა რასაც ვგრძნობდი ვერ გადმოვცემდი და ჩემთვის გაუგებარ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ვერ ვხვდებოდი, სად გადიოდა ზღვარი ზრუნვასა და აკვიატებულ მოთხოვნებს შორის, თუმცა ვერ შევძელი დისტანცირება. იყო შემოთავაზებები, ხელის თხოვნასა და ერთად ცხოვრებაზე, რაზეც არასდროს დავფიქრებულვარ, მუდმივად უარს ვეუბნებოდი…
ასაკით ჩემზე დიდი იყო, 23 წლის. ერთ საღამოს, მიმოწერის დროს მთხოვა, რომ შევხვედროდი, ჩემს სახლთან მოვიდა, დავჯექი მანქანაში, ძალიან ბნელოდა, სინათლეს არ ანთებდა. სიჩუმეში გადაწყვიტა, რომ დაუკითხავად ეკოცნა, რაზეც უარი ვუთხარი, გამწარდა და ხელები დამიკავა, ჯერ კისერში დამიწყო კოცნა, მერე ტუჩებში მაკოცა, ხელს მკიდებდა ინტიმურ ადგილებზე. გაშეშებული ვიყავი, ვერაფერს ვამბობდი, მძიმედ ვგრძნობდი თავს. ჩამოვედი მანქანიდან და წამოვედი...
სახლში რომ მივედი, წავშალე ყველაფერი. ძალიან ცუდად ვიყავი, რომ ვერ შევეწინააღმდეგე... არავისთვის არ მითქვამს, ან როგორ უნდა მომეყოლა?! ალბათ, ყველაზე ცუდი, რაც მოხდებოდა, ჩემი ოჯახიდან რომელიმე გაინადგურებდა ცხოვრებას და ციხეში ჩაჯდებოდა.
ვცდილობდი დამევიწყებინა, შევძელი კიდეც, თუმცა მეორე ტრაგედია დაიწყო. მეცადინეობაზე მივდიოდი, როცა გზაში შემხვდა და მომესალმა, ყველანაირად ვეცადე თავი ამერიდებინა, თუმცა არ ჩერდებოდა, სულ ლაპარაკობდა. ბოლოს მითხრა, რომ მის გამო გოგომ თავი მოიკლა. ამას მეუბნებოდა თამამად, ემოციების გარეშე. შევეცადე, გავცილებოდი და დამემთავრებინა დიალოგი.
მალევე, სოციალურ ქსელში ვნახე ახალი ამბავი, 14 წლის გოგო გააუპატიურა და იქვე დატოვა. ამ გოგომ ვერ გაუძლო წნეხს, დარდს და თავი მოიკლა.
დანაშაულის გრძნობა გამიჩნდა, ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა, როგორ მოვქცეულიყავი, წარსულს ვიხსენებდი და მეგონა, რომ არა ჩემი გამბედაობა, იმ გოგოს ადგილას მე ვიქნებოდი... მსურდა, მხოლოდ იმ გოგოსთვის გადამედგა ნაბიჯი და შემეტანა სარჩელი, თუმცა არაფერი აღარ მქონდა ხელთ, აღარც შეტყობინებები, არანაირი მტკიცებულება, რამაც შემაფერხა და აქ დავასრულე ჩემი საუბარი ამ თემაზე...
იმ გოგოს ყველა ტკივილი ვიგრძენი. ვწუხვარ, რომ მაშინ არ ამოვიღე ხმა, საკუთარ თავს ვუხდი ბოდიშს და მერე იმ გოგოს, იქნებ გადამერჩინა…".