1750017082
„იმ დღეს რაღაც ცხრილი გავაკეთე, მინდოდა მეჩვენებინა... ვერ მოვასწარი...“ - გმირი პოლიციელის შვილი მამას ემოციურად იხსენებს

6 დაღუპული და 5 დაშვებული - უმძიმესი ღამე საგარეჯოში. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა 19 იანვარს ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ოთარ ღვინაშვილი.
„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ჟურნალისტმა, პოლიციელის ოჯახთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
ინტერვიუს დროს გმირი პოლიციელის ერთ-ერთი შვილი მამას ემოციურად იხსენებს და ამბობს, რომ ეცდება ის ყოველთვის ასახელოს.
„მეამაყება, მაგრამ თან მწყინს ცოტა არ იყოს, თუმცა ვეცდები რომ ვასახელო მამაჩემი.
ძალიან გადატვირთული იყო, მაგრამ არ მაგრძნობინებდა. ბოლოს დედამ დაურეკა, მეც იქ ვიყავი, რაღაც ცხრილი გავაკეთე და მინდოდა მეჩვენებინა, მაგრამ ვერ მოვასწარი. იმ დღეს სანამ სამსახურში წავიდოდა, სახლში არ ვიყავი და ვინანე რომ სახლში არ ვიყავი. მინდოდა რომ მენახა“,- ამბობს პოლიციელის შვილი.