„ჰგონიათ, ქალი, როგორც სატრანსპორტოდ სახმარი საშუალება, უფრო „პოლიტკორექტულია“ - რომან გოცირიძე

რომანი

რუსთში გასაბერი რეზინის ქალებით ცურვაში შეჯიბრი გაიმართა.  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ფაქტს თავისებური იუმორით ეხმაურება.

„რუსეთში, სანკ-პეტერბურგთან ახლოს გაიმართა მორიგი ყოველწლიური შეჯიბრება გასაბერი რეზინის ქალებით ცურვაში. მასში ხუთასამდე კაცი მონაწილეობდა. თავდაპირველად იგი ჩაფიქრებული იყო როგორც ნამდვილი მამაკაცების ასპარეზობა, რომლებიც „ტრადიციული ურთიერთობების“ დაცვის საქმეს ემსახურებოდნენ. ახლაც იგივე შინაარსისაა, ოღონდ კორექტულობისათვის შეჯიბრების ოფიციალური სლოგანი შეცვალეს და ახლა ასე ჟღერს: „რეზინის ქალი სხვა არაფერია, თუ არა გადაადგილების საშუალება“!

მოაჯექი ქალს და ატარე საითაც გინდაო, ასეთი ღრმა შინაარსის ლოზუნგით ჩაანაცვლეს ძველი ლოზუნგი. ჰგონიათ, რომ ეს ლოზუნგი-ქალი, როგორც სატრანსპორტოდ სახმარი საშუალება, უფრო „პოლიტკორექტულია“.

ალბათ, რუსეთიდან მართული ჩვენი ჰომოფობებიც გამართავდნენ მსგავს აქციას, უფრო არაგვზე, ვიდრე მდორე მტკვარზე, მეტი სანახაობრივი ეფექტის მისაღწევად, მაგრამ ძვირი ღირს თურმე გასაბერი რეზინის ქალი, თანაც, როგორც რუსი სპეციალისტები იუწყებიან, მხოლოდ ამსტერდამში იშოვება.

ერთ იდეას შევთავაზებ: ხისგან გამოთალონ ქალების ფიგურები. ეს ჩვენს სამამულო წარმოებასაც შეუწყობს ხელს და თანაც რუსულისგან განსხვსვებით, უფრო ექსტრემალურიც იქნება. სად რეზინის დუნდულები რომ მოგხვდება შუბლში ტალღებში აგორებულს და სად ხის. ქართველი ვაჟკაცი ხომ ამტანია“, - წერს გოცირიძე.