„ნოემბერში კაცობრიობა პირველ კონტაქტს დაამყარებს უცხოპლანეტელებთან...“ - ვანგას წინასწარმეტყველება
1792267606
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ186 (კალა-უშგული) ზვავსაშიშროება მოხსნილია. ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, აღნიშნული გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია