„ვის რას ერჩოდნენ...“ - მოკლული ცოლ-ქმარი ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილია
1794428716
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 4 მარტს, ქეთევან დედოფლის გამზირზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 4 მარტის, დილის 10:00 საათიდან 5 მარტის დღის 13:00 საათამდე, ისნის რაიონში, გარკვეულ უბნებს წყალმომარაგება შეეზღუდება.
„კომპანიამ ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე 5,5 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელს სრულად ცვლის. სარეაბილიტაციო პროექტში ჯივიპი 4,4 მლნ. ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ამ ეტაპზე, ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე 1,8 კმ სიგრძის წყალსადენისა და 1,1 კმ სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვალა. განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, წყლის წნევის რეგულატორები და ჭები მოეწყო.
კომპანია ხვალ, 4 მარტს, ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 4 მარტის დილის 10:00 საათიდან 5 მარტის დღის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს, ღვინის აღმართს, რიყის პარკს, დ. მეგრელის, მეტეხის, ფერისცვალების, ისნის, ჯორბენაძის, ჩეხოვის, სოლომონ ბრძენის, ურბნისის, 300 არაგველის, შავსოფლის, ბოდბეს, არბორშიკის, ლუსინიანის, ბოჭორმის, იალბუზის, დოლაბაურის, კაჩინსკის N1 და N3, გელოვანის, პატარძეულის, უჯარმის, კაკულიას, ფორაქიშვილ-სარაჯიშვილის და თელავის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის,“ - ნათქვამია განცხადებაში.