„გვინდა რომ ასეთი დღესასწაულები იყოს ჩვენს ქვეყანაში… ყველაფერი შეგვიძლია, ფეხბურთის თამაშიც და მსგავსი ლამაზი საღამოს მოწყობაც” – შოთა არველაძე ,,ლეგენდების სერიის” პირველ მატჩზე

ფუ

ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე europebet-თან საუბრისას დღევანდელ ,,ლეგენდების სერიის” პირველ მატჩზე საუბრობს.

მისი თქმით, საქართველოში ბევრი ასეთი ლამაზი საღამოს მოწყობას ისურვებდა.

,,გვინდა რომ ასეთი დღესასწაულები იყოს ჩვენს ქვეყანაში. ყველამ ნახოს ჩვენი ქვეყანა, რომ ყველაფერი შეგვიძლია. ფეხბურთის თამაშიც და ასეთი ლამაზი საღამოს მოწყობაც. მსგავსი პატარა ჩემპიონთა ლიგის მოწყობა ჩვენც შეგვიძლია.

გასახდელშიც, გარეთაც, ბიჭები რომ შევხვდით ერთმანეთს, ყველაფერი ეს არაჩვეულებრივი იყო. პლუს კიდევ რომ, ტრავმის გარეშე ჩავიარეთ. ხედავთ კიდეც, როგორ გვიჭირს მოძრაობა. გოლებიც ლამაზი გამოვიდა. ჩვენც შევაგდეთ, მაგრამ არ ჩაგვითვალეს. რაც მთავარია ხალხს ესიამოვნა, მადლობა ყველას”, – საუბრობს შოთა არველაძე.

აღსანიშნავია, რომ დღეს ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ.

„ლეგენდების სერიის“ პირველ მატჩში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები „ინტერის“ ვარსკვლავებთან 0:2 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებში თამაშობდნენ:

შოთა და აჩი არველაძეები, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, კახა ცხადაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ლევან მჭედლიძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, ჯანო ანანიძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლომაია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე კობახიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე.

რაც შეეხება მილანის “ინტერის” შემადგენლობას, ასეთი იყო:

ლუიშ ფიგუ, სებასტიან ფრეი, ესტებან კამბიასო, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ლუსიო, ფრანჩესკო კოლონეზე, ფაბიო გალანტე, დიეგო მილიტო, ბორხა ვალერო, ჰუსინ ხარჯა, ხუან სებასტიან ვერონი, უესლი სნეიდერი, ჟულიო სეზარი, გორან პანდევი, ივან კორდობა, გეორგიოს კარაგუნისი, როდრიგო პალასიო, დავიდ სუასო​ და მაიკონი.