„გიო ხუციშვილი უმცროსის მობრძანებას გაუმარჯოს“ - ზუკა ხუციშვილი მამა გახდა

ზუკა ხუციშვილი

მომღერალ ზუკა ხუციშვილს ვაჟი შეეძინა, წყვილმა ბავშვს ბაბუის, ყველასათვის საყვარელი მომღერლის, გიო ხუციშვილის სახელი დაარქვა.

სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნინა ანდრონიკაშვილი აქვეყნებს და წერს:

„გიო ხუციშვილი უმცროსის მობრძანებას გაუმარჯოს, ვაშა!“,-წერს ანდრონიკაშვილი.

„გენეტიკა გრძელდება. დაიბადა უმცროსი გიო ხუციშვილი. ზუკა, ქეთი გილოცავთ. იმედია მე და პატარა გიო ერთ დუეტს ჩავწერთ“,-წერს ნატო გელაშვილი