ღია ცის ქვეშ დარჩენილი 4 მცირეწლოვანი და ავადმყოფი მოხუცები - ოჯახს, რომელსაც სახლი დაეწვა, დახმარება სჭირდება

ლენტეხი

ლენტეხში ოჯახს სახლი დაეწვა. 4 მცირეწლოვანი შვილით, შვიდსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ლენტეხის სიკეთის ფონდი მათ დასახმარებლად ინფორმაციას ავრცელებს. 

„მეგობრებო ხანძარი მოხდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანარში.

სოციალურად დაუცველი (მრავალსულიანი) ენგუში ლიპარტელიანის საცხოვრებელი სახლი სრულიად განადგურადა.

შვიდსულიანი ოჯახი, 4 მცირეწლოვანი ბავშვი, 11 წლის ტყუპი, 13 და 14 წლის მოზარდები, დედა ავადმყოფი, ბებია-ბაბუა ღრმად მოხუცებული, დარჩნენ მკაცრი ზამთრის წინაშე სრულიად უსახსროდ და უსახლკაროდ.

ამ ოჯახს არ აქვს არსად წასასვლელი. ოჯახს არსებობისთვის ესაჭიროება ელემენტარული საკვები და ტანსაცმელი, არის უკიდურესად მძიმე ეკონომიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ვისაც რა შეგვიძლია დავეხმაროთ. გამოვიჩინოთ გულისხმიერება, რომ ოჯახს რამდენიმე დღის საკვები მაინც შევუძინოთ.

მათ ახლა ყველაზე მეტად ვჭირდებით. 1 ლარიც კი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“,- ნათქვამია ინფორმაციაში. 

TBC BANK

მიმღები: ჩემი რეგიონი

#GE06TB7226536080100010

GE06TB7226536080100010

ანგარიშის ნომერია ასევე განთავსებული სხვადასხვა ჯგუფში: 

საქ:#GE15BG0000000162109850თბს:#GE74TB7778745068100003ლიბ:#GE93LB0711113186240001

✕