გაუჩინარებული ლექტორის მოსაძებნად ჯგუფი ორგანიზდება - ინფორმაციას გიორგი გახელაძის ძმა ავრცელებს

პროფესორი

გაუჩინარებული ლექტორის, გიორგი გახელაძის ძმა მიმართვას ავრცელებს:

„გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორგანიზდება ჯგუფი, რომლის მიზანია ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის ფერდობის დათვალიერება ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით.

მსურველები უნდა შეიკრიბონ კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან ხვალ, 21 ივნისს, დილის 10 საათზე. თან იქონიეთ ქუდები და წყალი - მოსალოდნელია ცხელი დღე.

ყველას წინასწარ დიდი მადლობა!“ - წერს ლევან გახელაძე.

ცნობილია, რომ კაცს ღია ცისფერი ფერის პერანგი და მუქი შარვალი აცვია, თან აქვს ზურგჩანთა. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ -  599311090.
 

ასევე ნახეთ:

„ტელეფონი მთელი დღე ფიქსირდებოდა ვაკეში... იქნებ ეგ ადგილები ვნახოთ“ - ოჯახი პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებს

„ერთი თვის წინ გონება დაკარგა, ინსულტის ნიშნებით გვყავდა გადაყვანილი კლინიკაში, მეშინია ხომ არ გაუმეორა“ - რა დეტალებზე საუბრობს დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე