გარდაიცვალა „წუნა და წრუწუნას“ გამხმოვანებელი, გივი წიქარიძე

წიქარიძე

გამხმოვანებელი გივი წიქარიძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი ავრცელებს:

„გივი წიქარიძე გარდაიცვალა. ნამდვილი ადამიანი, მოქალაქე, სიკეთის ეტალონი. ვისაც ქართული მულტფილმი გიყვართ, „წუნა და წრუწუნას“, „ჩხიკვთა ქორწილის“, კიდევ მრავალი ფილმის გამხმოვანებელი და მონაწილე. კაცი, რომელმაც ქართულ კინომატოგრაფიას მთელი ცხოვრება მიუძღვნა, ყოველდღე (ჩემთან ურთიერთობაში) ქართული ფილმის ყოველ წარმატებას ჟანგბადად, უდიდეს სიხარულად და ბედნიერებად აღიქვამდა - ჯერ შუქი გაუთიშეს, მერე გამოაძევეს იქიდან, საიდანაც სანიმუშო საქმეები ჰქმნა (რომელსაც დრო მოვა, და ბავშვებს ვაჩვენებთ)... გულმა ვერ გაუძლო და... წავიდა... გული გაუხეთქეს! შეკითხვა მაქვს, რომელი ტელევიზია გაბედავს და გააშუქებს ამ ამაზრზენ, არაპროფესიოლალურად ჩატარებულ ოპერაციას?“, - წერს მარჯანიშვილი.