განათლების სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი განიხილა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები და დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები.

ზვიად გაბისონიას განცხადებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ექნებათ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში თსუ-ის და სტუ-ის გაერთიანების თაობაზე დამატებითი კონსულტაციები შედგება.