„გახადეს კაბა და მონასტერში, ცოდვების მონანიების მიზნით გაუშვეს“ - რას ამბობს შალვა კეკელია გავრცელებული ვიდეოზე

კეკელია

ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია ვერ აკონკრეტებს, მოძალადე სასულიერო პირის ვინაობას, თუმცა იხსენებს, რომ ის მასთან რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა და მოყვა თვითმარქვია ბერის შესახებ, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში, ძალადობის მსხვერპლია. 

როგორც დეკანოზი ამბობს, პირთან 2019 წელს ჰქონდა შეხება, რა დროსაც ის სასულიერო სემინარიაში, თავისუფალ მსმენელად ესწრებოდა ლექციებს. თუმცა, რამდენიმე ინციდენტის შემდეგ, ეპისკოპოსებმა ბერი დასაჯეს, გახადეს კაბა და მონასტერში, ცოდვების მონანიების მიზნით გაუშვეს.

„ვისაც სცემენ, იმის სურათი ჩამიგდეს, იცნობო, ნამდვილად ბერიაო? რომ დავინახე, ვთქვი, ამაზე ნუ მალაპარაკებთ-მეთქი, ეს არის საშინელი ადამიანი, უცუდესი ადამიანი არის-მეთქი, საიდან გაქვთ ეს სურათი - მეთქი და მეუბნება, მამაო, თბილისიდან ქუთაისში ვბრუნდებოდიო, ქუჩაში ვნახე იდგა ბერიო, შემოსილიო, გავუჩერე მანქანა, წავიყვანე ქუთაისში, დასარჩენი არ ჰქონდა და წავიყვანე სახლშიო. გავუმასპინძლდი და დავწექითო. რამე შემოდის ჩემთან ოთახშიო, ის, ვისაც სცემენ, რომ წამიყვანე, გამიმასპინძლდიო, მეო პატივი უნდა გცეო, და ეუბნება ძალიან ცუდ რამეს, ეს უნდა გაგიკეთეო, საშინელებაა,"- აცხადებს შალვა კეკელია. 

ნახეთ ვიდეო

✕