1750017082
გადამზიდი კომპანიებისგან იმპორტზე გაზრდილი ფასები და პრობლემის გადაჭრის გზები

გადამზიდი კომპანიებისგან იმპორტზე გაზრდილი ფასები და პრობლემის გადაჭრის გზები
ტრანსპორტირების სფერო იმ სერვისებს განეკუთვნება, რომელთა მომხმარებლების რაოდენობა რეგულარულად იზრდება. ყველას სურს, მიიღოს სასურველი ნივთი დედამიწის ერთი წერტილიდან მეორეში სახლიდან გაუსვლელად, იქნება ეს კერძო პირი თუ კომპანია. უცხოეთიდან ტრანსპორტირების სერვისი საქართველოშიც ძალიან პოპულარულია და მას უამრავი ადამიანი იყენებს. მოთხოვნის შესაბამისად, ბაზარზეც არაერთი კომპანიაა წარმოდგენილი, რომელიც ამ სერვისს მომხმარებლებს განსხვავებული ფასებით, განსხვავებული ვადებითა და პირობებით სთავაზობს. არსებობს კომპანიები, რომელთა მომსახურებაშიც არა მხოლოდ სასურველი ნივთისა თუ ტვირთის ტრანსპორტირება, არამედ მომხმარებლისთვის მისი უფრო ხელსაყრელ ფასში შეძენაც შედის. მოკლედ, არჩევანი მრავალფეროვანია, თუმცა საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს კომპანიებიც გარკვეულ გარე ფაქტორებს ემორჩილებიან.
უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ნივთების ტრანსპორტირება საკმაოდ გაძვირდა. კომპანიებმა მომსახურების ფასი გაზარდეს, რამაც მომხმარებლების აღელვება და საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ერთ-ერთი კომპანიის მაგალითია, რომელმაც ნივთის ტრანსპორტირების ღირებულების დაანგარიშების სისტემა შეცვალა და მომხმარებელს სერვისზე ფასი რამდენჯერმეც კი გაეზარდა. ზოგ შემთხვევაში, 100-გრამიან ნივთში მომხმარებელს რამდენიმე კილოგრამის საფასურის გადახდა მოუწია.
მედიაჰოლდიგნმა „კვირამ“ გადაწყვიტა, ბაზარზე წარმოდგენილ სხვა მსხვილ კომპანიებს დაკავშირებოდა და გაერკვია, თუ რამ გამოიწვია ტრანსპორტირების ფასის ასეთი ზრდა და როგორ შეეხოთ ეს პროცესი თითოეული მათგანის მომხმარებლებს. „კვირას“ სურდა, მათთვის დაესვა ერთი და იგივე კითხვები და გაეგო, როგორ იმოქმედა შექმნილ ვითარებაში თითოეულმა მათგანმა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთ კომპანიას დაუკავშირდა მედიაჰოლდინგდის ჟურნალისტი, ამ საკითხზე საუბარი, თითქმის, არავინ ისურვა. ერთადერთი კომპანია, რომელიც ინტერვიუზე დათანხმდა, „პინექსი“ იყო.
შესაბამისად, ამ პუბლიკაციის მეშვეობით, მკითხველს სახმელეთო - საჰაერო გადაზიდვების კომპანია „პინექსის“ პოზიციას და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნობით.
„პინექსის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს გადაზიდვები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, რომლის მთავარი ლოგისტიკური მიმართულება საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტირებაა. გამყიდველსა და მყიდველს შორის საქმიანი ურთიერთობის პროცესში „პინექსის“ თანამონაწილეობა, დამკვეთის სურვილის შემთხვევაში, შესყიდვის პროცესიდანვე იწყება. მათი აგენტებისა და ჩინეთში განლაგებული ლოგისტიკური სასაწყობე ქსელის დახმარებით, „პინექსი“ ზრუნავს საქონლის სწრაფ მიღებასა და დამკვეთთან გამოგზავნაზე. კომპანია უზრუნველყოფილია საკუთარი საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვის საშუალებებით.
- რა შედის თქვენს პასუხისმგებლობაში და რას სთავაზობთ მომხმარებელს?
- ჩვენ არ ვმიჯნავთ პასუხისმგებლობის სფეროებს დამკვეთ მხარესთან მიმართებით, რადგან ჩვენთვის ყოველი მომხმარებლის კმაყოფილება უმთავრესია. ჩვენს პრიორიტეტს შეკვეთის, ხარისხის, მიღების, დასაწყობების და დანიშნულების პუნქტამდე ნივთის უპრობლემოდ და გარანტირებულად მიღების პროცესის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
- როგორ ანგარიშდება გადასაზიდი ტვირთის ფასი?
- გადასაზიდი ტვირთის ფასი ანგარიშდება წონის ან მოცულობის მიხედვით. რაც შეეხება კომბინირებულ კალკულაციას, „პინექსი“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც აღნიშნული პრაქტიკა საქმიანობის სფეროდან ამოიღო.
- ბოლო დროს გაძვირდა გადაზიდვის სერვისი, როგორც ცალკეული ამანათების გამოწერის/ჩამოტანის, ისე ტვირთის გადმოზიდვის შემთხვევაში. რამ გამოიწვია ფასის ზრდა?
- ფასების ზრდის სხვადასხვა მიზეზი არსებობდა. გარკვეული ცვლილებები ფასში სატრანსპორტო კომპანიების მიერ ფასის ცვლილებით იყო გამოწვეული. ასევე, პანდემიურმა გარემოებამ გამოიწვია ლოგისტიკური კორიდორების ცვლილება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაჩნდა კონტეინერების დეფიციტი... ბევრმა კომპანიამ ისარგებლა წარმოქმნილი პრობლემებით და ტარიფი, მეტი მოგების მიღების მიზნით, არაკეთილსინდისიერად გაზარდა. საბედნიეროდ, აღნიშნული ცვლილებები, პრაქტიკულად, არ შეხებია ჩვენს მომხმარებლებს. კომპანიის საკუთრებაში არსებულმა სარეზერვო ფულადმა საშუალებებმა, რომელიც განთავსებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მოგვცა საშუალება, შეგვენარჩუნებინა ტარიფი თითქმის პირველად ციფრებში. გავაფართოვეთ ჩინეთში არსებული სასაწყობე მეურნეობის ქსელი და მაქსიმალურად ჩავანაცვლეთ კონტრაქტორი გადამზიდი სატრანსპორტო კომპანიებისგან იჯარით აღებული საშუალებები საკუთარი ინფრასტრუქტურით.
- შესთავაზეთ თუ არა მომხმარებელს მოულოდნელად, თუნდაც დაბალი ნიშნულით გაზრდილი ფასის დასაბალანსებლად რაიმე ბენეფიტი?
- გარკვეული მცირე ცვლილებები, რომელიც მიზერული შეცვლილ ტარიფში, „პინექსის“ მომხმარებლებისთვის დავაბალანსეთ ინოვაციური ბენეფიტებით, რომელთაც ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია ქართულ ბაზარზე. გარდა ამისა, ჩვენ, ასევე, ვაიძულეთ რამდენიმე კომპანია, გადაედგა მსგავსი ნაბიჯი. მაგალითისთვის, ავტონაწილების შემთხვევაში, 30 კგ-მდე გავაუქმეთ მოცულობის კალკულაცია ტარიფში, უამრავ შემთხვევაში კი, საერთოდ გავაუქმეთ.
- როგორია პროგნოზი - როდის დასტაბილურდება ფასები?- ფასები ყოველთვის იქნება სტაბილური, თუ იქნებით კომპანია „პინექსის“ მომხმარებელი. სხვა შემთხვევაში, რომელი კომპანია რა პოლიტიკას გაატარებს, საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით, ჩვენთვის უცნობია და არ წარმოადგენს ინტერესის სფეროს. ჩვენ ვცდილობთ, ინფორმაცია მივიტანოთ ყველა პოტენციურ მომხმარებელთან იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ქართულ ბიზნესსფეროს და ამავდროულად, დავრჩეთ ლიდერ კომპანიად ადგილობრივ ლოგისტიკურ საქმიანობაში.