ფოთში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

სახლი იწვის

ფოთში, კოსტავას ხუთ ნომერში მდებარე ოთხ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე ხანძარი გაჩნდა.

შემთხვევის შედეგად ბინა, რომელშიც ცეცხლი გაჩნდა სრულად დაიწვა, მის გვერდით მდებარე ბინა კი ნაწილობრივ. 

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაზის გამათბობელი იყო.

ადგილზე მეხანძრე-მაშველების ექვსი ეკიპაჟი მუშაობდა.

შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე დღეს დილით მოხდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ცეცხლი დაახლოებით დილის 5 საათზე გაჩნდა. ოჯახის წევრებმა დროულად მოახერხეს გარეთ გამოსვლა. ჯერჯერობით გაურკვეველია რამ გამოიწვია ხანძარი“, - განაცხადა თვითმხილველმა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარებიან.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.