facebook-ს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ემატება - ნახეთ, რას ვეღარ შეძლებთ შეუმჩნევლად სოციალურ ქსელში

fb

Messenger-ის საიდუმლო ჩატის „დასქრინშოთების“ შემთხვევაში, Facebook-ის მომხმარებელი შეტყობინებას მიიღებს. ამ სიახლის შესახებ თავად სოციალური ქსელის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა დაწერა.

„განახლება საიდუმლო ჩათებისთვის: თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, თუ ვინმე შეეცდება „დაასქრინშოთოს“ მიმოწერა“, – განმარტავს ცუკერბერგი.

მისივე თქმით, საიდუმლო ჩათს GIF-ები, სტიკერები და რეაქციები დაემატება.