მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის გირაო შეეფარდათ
1762587584
8 დეკემბერს, ევროპის საბჭომ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, წარადგინა კვლევა „საქართველოში ქალების (ქალი კანდიდატების) პოლიტიკური მონაწილეობის დამაბრკოლებელი ბარიერების შესახებ “.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, მარკუს ადელსბახი, ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელი, გიორგი კალანდარიშვილი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მაია ზარიძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე. გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს საარჩევნო პროცესებში ქალთა როლის მნიშვნელობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა აქტიური მონაწილეობის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ.
წინამდებარე ნაშრომი იკვლევს, თუ რა სტრუქტურული ცვლილები უნდა განხორციელდეს ქალთა პოლიტიკურ, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის წასახალისებლად; როგორ დაიძლიოს ბარიერები, რომლებსაც ქალები ან ქალი კანდიდატები აწყდებიან პოლიტიკურ პარტიებში, პარლამენტსა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე; როგორ გააძლიეროს საარჩევნო ადმინისტრაციამ გენდერული მეინსრტრიმინგი არა მხოლოდ ინსტიტუციის შიგნით, არამედ საარჩევნო პროცესებში მონაწილე მხარეებს შორის.
კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციები ეფუძნება ქალებისა და ქალი კანდიდატების პრაქტიკულ, პოლიტიკურ გამოცდილებას. ინტერვიუები ჩატარდა საქართველოში არსებულ ძირითად პოლიტიკურ ჯგუფების წარმომადგენელ ქალებთან, მათ შორის, ქალ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმოებული საარჩევნო კამპანიის შემდეგ ვერ მოიპოვეს მანდატები.
მრგვალი მაგიდის მსვლელობისას პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ერთობლივი ძალისხმევის კონსოლიდაცია საარჩევნო პროცესებში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით - კვლევის მიგნებების განხორციელება.
კვლევის პრეზენტაცია გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“.