რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
დანი ალვეშის მეუღლემ მოდელმა ჯოანა სანსმა პრესასთან პირველად ისაუბრა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი დააკავეს.
„მედიის წარმომადგენლებს გთხოვთ, იქნებ ცოტა თანაგრძნობა გამოიჩინოთ. 1 კვირის წინ დედა დავკარგე, ამ შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ და ახლა ეს პრობლემა მაქვს. 2 ყველაზე ახლო ადამიანი დავკარგე და ჟურნალისტებს ვთხოვ სხვისი ტკივილის ძიებას შეეშვან.” – დაწერა ალვეშის მეუღლემ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ალვეშს სექსუალურ შევიწროებას ედავებიან, რომელიც სავარაუდოდ 30 დეკემბერს ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. ფეხბურთელი კლუბში ყოფნის ფაქტს არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ მისი მხრიდან შევიწროება არ ყოფილა.