1791316484
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს. კომპანია ინფორმაციას ავრცელებს.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 იანვარს 10:00-დან 10:30-საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში: მუხათწყარო, ნაფეტვრები, აგარაკი, თხინვალა, ლისი და მიმდებარე ტერიტორიაზე.
11:00-დან 11:05 - საათამდე და 12:55-დან 13:00- საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭოპორტი, ახატანი, დავათი, აბანოსხევი. 11:00-დან 17:00 საათამდე - სოფლებში ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, პეტრიანი, ლამოვანი, ბურღულები, ქვემო კოდისწყარო, ქისიაანი, გრემისხევი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 11:05 საათამდე და 12:55-დან 13:00 საათამდე დენი დროებით შეუწყდებათ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მისაქციელი, ცხვარიჭამია, ბურიანი, ახალუბანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, არაშენდა, გალავანი. 11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: მუხრანი, ქანდა, ქსანი, აღაიანი, ციხისძირი, ქსოვრისი, პატარა ქანდა, წეროვანი, ძველი ქანდა, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 15:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ მომხმარებლებს - ზაჰესში ავჭალის, პლატინის, სვიმონ შოთაძის და მიმდებარე ქუჩებზე, მუხათგვერდში, ხოლო 15:20-დან 18:30 საათამდე - ზაჰესში კასკადის, გოჩა ცქიტიშვილის, ალექსანდრე ხეთაგურის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სხვა ამბები:
24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
„როცა ვნახე ჩემი ყოფილის შეყვარებული, ვთქვი... “ - შორენა ბეგაშვილი გულახდილად საუბრობს
უზარმაზარი წითელი ვარდების თაიგული - ნუცა ბუზალაძე კადრებს აქვეყნებს












