„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

შუქი გრაფიკით

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე, წიწამურსა და საგურამოში აბონენტებს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.