„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

შეზღუდვა თბილისის რაიონის რამდენიმე უბანს, მცხეთის რაიონისა და დუშეთის რაიონის სოფლებს შეეხება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს 11:00-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წოდორეთი, ზემო ლისი, შვინდების მიწა, მუხათწყარო და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჭოპორტი, დავათი, მაღრანი, ქერიაანთკარი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.